საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გენერალური საკონსულო ქალაქ სან ფრანცისკოში გახსნილია

პატივცემულო მოქალაქეებო,

მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ ქალაქ სან ფრანცისკოში გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო, რომელიც 2020 წლის 1 ოქტომბრიდან გაუწევს საკონსულო მომსახურებას საქართველოს მოქალაქეებს მცხოვრებთ შემდეგ შტატებში: კალიფორნია, არიზონა, ნევადა, ორეგონი, ვაშინგტონი, აიდაჰო, იუტა, ვაიომინგი, მონტანა, კოლორადო, ნიუ-მექსიკო, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, ნებრასკა, კანზასი, ალიასკა, ჰავაი, ოკლაჰომა და ტეხასი.

ამასთან, გაცნობებთ, რომ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე. შესაბამისად, ჩვენს ვებ გვერდზე დღეიდან შესაძლებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, შემდეგ მისამართზე https://www.geoconsul.gov.ge/ 

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია როგორც ონლაინ გამარტივებული ფორმით, ასევე, პირადი ვიზიტისა და საფოსტო გზავნილის მეშვეობით საკონსულოში. 

საკონსულო აღრიცხვა არის უფასო და არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს.

ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან დასაკავშირებლად იხელმძღვანელეთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციით:

მისამართი: 930 Montgomery Street, Unit 301, San Francisco, CA 94133
ტელეფონი: +1 (415) 528-3706
ფაქსი: +1 (415) 528-3728
ელ-ფოსტა: [email protected]