საბუთები მიიღება 2022 წლის 12 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: ConsulateSF@mfa.gov.ge.
კონკურსის თემატიკა:
საქართველოს კანონი "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები
სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
-
კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება;
-
დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულება;
-
კომუნიკაბელურობა;
-
ანგარიშვალდებულება;
-
ანალიტიკური აზროვნება;
-
გუნდური მუშაობის უნარი;
-
შესაბამისი ტექნიკური უნარ-ჩვევები.
სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უნდა წარადგინოს:
ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (იხ. დანართი);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) პასპორტის ასლი;
ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.
სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: +1 415 528 3706
ელ. ფოსტა: ConsulateSF@mfa.gov.ge
(იხ. სტაჟირების გავლის წესი)