აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილე ერიკა ოლსონი კალიფორნიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება Georgian Heritage Foundation ორგანიზებითა და სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ერიკა ოლსონმა ბოლო წლებში საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებსა და პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის 30 წლიან მტკიცე დიპლომატიურ ურთიერთობას.