ბიომეტრიული პასპორტი
პასპორტი სრულწლოვანი პირისთვის
სრულწლოვანი პირისთვის პასპორტის მისაღებად საჭიროა საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
-
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
-
გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 50 აშშ დოლარის ოდენობით;
-
იმ შემთხვევაში, თუ ელ. განაცხადის შევსებისას არ იქნა ატვირთული ელექტრონული ფოტოსურათი (ზომა: 35 x 45 mm), იგი წარმოდგენილ უნდა იქნეს საკონსულოში ვიზიტისას ფლეშ მატარებელზე (Flash drive);
-
იმ შემთხვევაში თუ თქვენი სახელი ან გვარი შეიცვალა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საფუძველზე (მაგ. ქორწინება, განქორწინება ან სხვა) საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სახელის ან გვარის ცვლილების დამდასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ცნობა აპოსტილით დამოწმებული;
-
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პასპორტის მიღება ფოსტის საშუალებით, გთხოვთ წარმოადგინოთ მუყაოს კონვერტი მისამართით და სათანადო რაოდენობის საფოსტო მარკებით;
საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ფოტოიდენტურობის დადასტურება ან გააფრთხილოს მოქალაქე წინასწარ არსებული პროცედურის განხორციელების შესაძლებლობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტი გაცემულია 10 წლის წინ ან მოქალაქე ფლობს ხმარებიდან ამოღებულ ე.წ. ბორჯღალოიან პასპორტს და შესაბამისად პასპორტის გაცემისას არ იქნა აღებული პირის ბიომეტრიული მონაცემები.
ფოტოიდენტურობის დადასტურება შესაძლებელია, როგორც საკონსულოში, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პასპორტი არასრულწლოვანი პირისთვის
არასრულწლოვანი პირისთვის პასპორტის მისაღებად საჭიროა საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
-
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
-
16 წლამდე პირისათვის პასპორტის მისაღებად საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა, ხოლო თუ პირი 16 წელს არის გადაცილებული ერთი მშობლის თანხმობა. თუ მშობლები გამოცხადდებიან გენერალურ საკონსულოში თანხმობა კეთდება ადგილზე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით, ხოლო მშობლების გამოუცხადებლოსბის შემთხვევაში თანხმობის დამოწმება შესაძლებელია ადგილსამყოფელის ქვეყნის სანოტარო ბიუროში;
-
მშობლების პასპორტის ასლები;
-
არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი. თუ არასრუწლოვანი დაბადებულია ადგილსამყოფელ ქვეყანაში დოკუმენტი საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას (აშშ-ში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება);
-
გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 25 აშშ დოლარის ოდენობით;
-
იმ შემთხვევაში, თუ ელ. განაცხადის შევსებისას არ იქნა ატვირთული ელექტრონული ფოტოსურათი (ზომა: 35 x 45 mm), იგი წარმოდგენილ უნდა იქნეს საკონსულოში ვიზიტისას ფლეშ მატარებელზე (Flash drive);
-
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პასპორტის მიღება ფოსტის საშუალებით, გთხოვთ წარმოადგინოთ მუყაოს კონვერტი მისამართით და სათანადო რაოდენობის საფოსტო მარკებით.
საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ფოტოიდენტურობის დადასტურება ან გააფრთხილოს მოქალაქე წინასწარ არსებული პროცედურის განხორციელების შესაძლებლობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტი გაცემულია 10 წლის წინ ან მოქალაქე ფლობს ხმარებიდან ამოღებულ ე.წ. ბორჯღალოიან პასპორტს და შესაბამისად პასპორტის გაცემისას არ იქნა აღებული პირის ბიომეტრიული მონაცემები.
ფოტოიდენტურობის დადასტურება შესაძლებელია, როგორც საკონსულოში, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
არასრულწლოვანი პირისთვის პასპორტი გაიცემა განაცხადის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში 3 წლის ვადით.
ბიომეტრიული პასპორტის მიღება სახლიდან გაუსვლელად
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია მისი ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება, შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურებით და მიიღოს ბიომეტრიული პასპორტი სახლიდან გაუსვლელად