- მთავარი
- გენერალური კონსული
- ლევან ბერიძე
ლევან ბერიძე
ლევან ბერიძე დაინიშნა საქართველოს გენერალურ კონსულად ქ. სან-ფრანცისკოში 2020 წლის თებერვალში. მისი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მას ეკავა საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2016 წლიდან იმყოფებოდა მრჩევლის პოზიციაზე საქართელოს საელჩოში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იგი ხელმძღანელობდა ეკონომკურ განყოფილებას, მანამდე კი მუშაობდა პირველი მდივნის თანამდებობაზე 2012-2016 წლებში. ლევან ბერიძის საქმიანობა საელჩოში მიმართული იყო საქართველოს და აშშ-ს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაზე. ასევე, იმ პლატფორმის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობდა ქართული და ამერიკული კომპანიების ურთიერთკავშირს და თანამშრომლობას.
ლევან ბერიძემ თავისი საქმიანობა პირველად ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაიაში (OSCE) დაიწყო, სადაც იმ პროექტის განმახორციელებელი გუნდის წევრი იყო, რომელიც უძღვებოდა ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში.
2009-2012 წლებში ლევან ბერიძე ჩართული იყო კერძო სექტორის საქმიანობაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ღვინის კომპანიაში "ტიფლის მარანი". ამ როლში მან თავისი წვლილი შეიტანა ქართული ღვინს პოპულარიზაციაში აშშ-ი.
ლევან ბერიძემ უმაღლესი განათლება აშშ-ში მიიღო. მან ბაკალავრის ხარისხი - საერთაშორისო ურთიერთობა და დიპლომატია - მოიპოვა დელავერის უნივერსიტეტში, სადაც განაგრძო სწავლა და 2009 წელს მას საზოგადოებრივ საქმეთა მაგისტრის წოდება მიანიჭეს.
ლევან ბერიძე დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი.