Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სან-ფრანცისკოში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სან-ფრანცისკოში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სან-ფრანცისკოში

ცნობა ნასამართლობის შესახებ

"საქართველოს ტერიტორიაზე ნასამართლობის შესახებ" ცნობის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოთ გენერალურ საკონსულოს და წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ასლი.

შესაძლებელია ცნობის წარმომადგენლის მეშვეობით გაცემა, შესაბამისი რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტის (მინდობილობის) წარდგენის შემთხვევაში.

ცნობა გაიცემა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უფასოდ.

ნასამართელობის შესახებ ცნობის მისაღებად, გთხოვთ, განახორციელოთ ელექტრონული განცხადების რეგისტრაცია.

 

ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ჭირდება საქართველოს მოქალაქეს საზღვარგარეთ ქორწინების რეგისტრაციის მიზნით. აღნიშნული ცნობის მიღება გულისხმობს, იმას რომ მოქალაქე ცნობის გაცემის მომენტისათვის არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და არ არსებობს მისი უცხოეთში ქორწინების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მისაღებად გენერალურ საკონსულოში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. საქართველოს მოქალაქის განცხადება; 
  2. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი ან პირადობის მოწმობა) ასლი; 
  3. წარმომადგენლის მეშვეობით ცნობის მიღების შემთხვევაში, წარმომადგენლის ვინაობის და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა); 
  4. გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი - 20 აშშ დოლარის ოდენობით;

შენიშვნა: პირი, რომელიც მანამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, წარმოადგენს წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელს დოკუმენტს (განქორწინების მოწმობა, მეუღლის გარდაცვალების მოწმობა), ხოლო თუ ჰყავს შვილები (შვილი) არარეგისტრირებული ქორწინებიდან, მათ დაბადების მოწმობებს.

წარსადგენად საჭირო ნებისმიერ უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტი საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას და ქართულ ენაზე თარგმნას.

 

მომსახურების მიღება საფოსტო გზავნილით

საფოსტო გზავნილით მომსახურების მისაღებად, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:

  1. საფოსტო გზავნილისთვის გთხოვთ გამოიყენოთ United States Postal Service კონვერტები: Priority Mail ან Priority Mail Express.
  2. გთხოვთ, ერთ კონვერტში მოათავსოთ მომსახურების მისაღებად საჭირო ყველა დოკუმენტი და მასშივე მოათავსოთ მეორე, ცარიელი კონვერტი, რომელზეც ადრესატის ველში მითითებულ იქნება თქვენი მისამართი.
  3. აუცილებელია, რომ ცარიელი კონვერტი იყოს წინასწარ გადახდილი, თან ახლდეს tracking number.

 საკონსულო სამსახური არ იღებს პასუხისმგებლობას საფოსტო მომსახურების ხარისხზე.