Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სან-ფრანცისკოში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სან-ფრანცისკოში

მოქალაქეობის საკითხები

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

რა შემთხვევაში შევძლებ ვისარგებლო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით?

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

2019 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას მოაწერა ხელი. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რომლებმაც მოიპოვეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნა. "საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით".


საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

ბ) 2 ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი);

დ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი).

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ, თქვენს საქმეს მიენიჭება განცხადების სარეგისტრაციო ნომერი და კოდი (რომელსაც გენერალური საკონსულო გაცნობებთ). აღნიშნული ნომრის და კოდის შესაბამისად უნდა გადაიხადოთ 250 ლარის ოდენობის მოქალაქეობის მინიჭების საფასური იუსტიციის სახლთან არსებულ ლიბერთი ბანკში.


საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მშობლის თანხმობა;

დ) 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი თანხმობა.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ პირადად, გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნის შემდეგ.

შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია საფოსტო გზავნილის მეშვეობით, გენერალური საკონსულოს მისამართზე. საფოსტო გზავნილის შემთხვევაში აუცილებელია განაცხადის დარეგისტრირება შემდეგი ბმულის მეშვეობით - geoconsul.gov.ge. განაცხადის რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითოთ დოკუმენტების წარმოდგენის ფორმაში - საფოსტო გზავნილი.

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

 

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება

რა შემთხვევაში შევძლებ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებას?

საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მოგენიჭოთ აღდგენის წესით, იმ შემთხვევაში, თუ ის შეგიწყდათ:

  1. მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად;
  2. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველო მოქალაქეობის შეწყვეტის შედეგად;
  3. მშობელთა არჩევანის შედეგად.

მოქალაქეობის საკითხთა კომისია აფასებს ცოდნის დონის შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან სახელმწიფო ენაში. (ტესტირება ჩასაბარებელი არ არის არამართლზომიერად მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების დროს)

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

ბ) 2 ცალი ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტის ასლი);

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტის ასლი)

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ, თქვენს საქმეს მიენიჭება განცხადების სარეგისტრაციო ნომერი და კოდი (რომელსაც გენერალური საკონსულო გაცნობებთ). აღნიშნული ნომრის და კოდის შესაბამისად უნდა გადაიხადოთ 250 ლარის ოდენობის მოქალაქეობის მინიჭების საფასური იუსტიციის სახლთან არსებულ ლიბერთი ბანკში.

მშობლის/მშობლების არჩევნის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირი.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ პირადად, გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნის შემდეგ.

შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია საფოსტო გზავნილის მეშვეობით, გენერალური საკონსულოს მისამართზე. საფოსტო გზავნილის შემთხვევაში აუცილებელია განაცხადის დარეგისტრირება შემდეგი ბმულის მეშვეობით - geoconsul.gov.ge. განაცხადის რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითოთ დოკუმენტების წარმოდგენის ფორმაში - საფოსტო გზავნილი.

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

 

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

1) შევსებული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (განცხადება შევსებული უნდა იქნას სრულყოფილად თითოეულ პუნქტში მითითებული კითხვის შესაბამისად და ხელმოწერილი);

2) გვარის ან სახელის ცვლილების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ ქორწინების მოწმობის ასლი ან დოკუმენტი რის საფუძველზეც მოხდა სახელის/გვარის ცვლილება. ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა იყოს ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული (აშშ-ს შესაბამისი დაწესებულების მიერ). თუ ქორწინების მოწმობაში არ ჩანს სახელის ან გვარის ცვლილება, შესაბამისი უწყებიდან უნდა მოიტანოთ ცნობა იმის თაობაზე, რომ თქვენ გვარი შეიცვალეთ ქორწინების საფუძველზე ეს დოკუმენტიც საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას; ასევე, უცხოური პასპორტის ნათარგმნი ასლი (ადგილსამყოფელი ქვეყნის სანოტარო ბიუროში დამოწმებული);

3) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი), ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში - პირის დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა (შესაძლებელია ადგილზე თანხმობის გაკეთება და ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარმოდგენა); ორივე შემთხვევაში, დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით.

4) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;

5) 2 ცალი პასპორტის ფოტო სურათი (ზომა 3x4 სმ, დაბეჭდილი);

6) საქართველოს მოქალაქის ფიცი;

7) საქართველოს ორი მოქალაქის რეკომენდაცია, რეკომენდატორების საქართველოს პასპორტების ან პირადობის მოწმობების ასლები;

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ, თქვენს საქმეს მიენიჭება განცხადების სარეგისტრაციო ნომერი და კოდი (რომელსაც გენერალური საკონსულო გაცნობებთ). აღნიშნული ნომრის და კოდის შესაბამისად უნდა გადაიხადოთ 250 ლარის ოდენობის მოქალაქეობის მინიჭების საფასური იუსტიციის სახლთან არსებულ ლიბერთი ბანკში.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის საჭირო ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ გენერალურ საკონსულოში პირადად ან გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ
1) საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება სათანადო წესით დამოწმებული ფორმით, სანოტარო წესით დამოწმებულ ან საკონსულოს თანამდებობის პირის მიერ შესრულებულ და დადასტურებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით და რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისთვის გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადება მიიღოს არასახელმწიფო ენაზეც. 2) უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ მიიღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ამისთვის თქვენ ჯერ უნდა აწარმოოთ საქმე საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლასთან დაკავშირებით.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1) შევსებული განცხადება;
2) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა, პასპორტი);
3) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესახებ;
4) 2 ცალი პასპორტის ფოტო სურათი (ზომა 3x4 სმ, დაბეჭდილი);
5) არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში - პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;
6) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის მიერ სახელის ან / გვარის გამოცვლის შემთხვევაში, სახელის ან / და გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
7) დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ პიროვნება იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ან მიმდინარეობს მისი საქმის წარმოება.


დოკუმენტების წარმოსადგენად აუცილებელია საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა

 

საქართველოს მოქალაქეობის დადგენა

რა არის მოქალაქეობა?

მოქალაქეობა გულისხმობს იურიდიულ კავშირს პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის; ეს კავშირი მოქალაქეს სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ უფლებებს ანიჭებს (პიროვნული თავისუფლების, ღირსეული ცხოვრების, განათლების, არჩევნებში მონაწილეობის, მინიმალური შემოსავლის მიღების თანაბარი უფლება), თუმცა ამავდროულად გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებს (ქვეყნის კანონმდებლობის დაცვა და ა.შ.).


 

რა შემთხვევაში მჭირდება მოქალაქეობის დადგენა?

ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრებდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.


მოქალაქეობის დასადგენად საჭირო საბუთები:

ა) ქვეპუნქტის შესაბამისად პირი უნდა წარსდგეს საკონსულოში და წარმოადგინოს:

  • 1993 წლის 31 მარტისთვის საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან / და იურიდიული ფაქტის დადგენის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
  • საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან / და იურიდიული ფაქტის დადგენის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
  • 2 ცალი ფოტო სურათი (ზომა 3x4 სმ, დაბეჭდილი);
  • მოქალაქეობის დადგენის მსურველ პირს უნდა ახლდეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე ფოტოიდენტურობის დასადასტურებლად. აღნიშნულმა მოქალაქემ უნდა იქონიოს საქართველოს პასპორტი ან პირადობის მოწმობა;
  • მწვანე ბარათის ასლი.
ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად პირი უნდა წარსდგეს საკონსულოში და წარმოადგინოს:
  • დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;
  • 1993 წლის 31 მარტისთვის საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • 2 ცალი ფოტო სურათი (ზომა 3x4 სმ, დაბეჭდილი);
  • მოქალაქეობის დადგენის მსურველ პირს უნდა ახლდეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე ფოტოიდენტურობის დასადასტურებლად. აღნიშნულმა მოქალაქემ უნდა იქონიოს საქართველოს პასპორტი ან პირადობის მოწმობა;
  • მწვანე ბარათის ასლი.
გ) ქვეპუნქტის შესაბამისად პირი უნდა წარსდგეს საკონსულოში და წარმოადგინოს:
  • დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;
  • 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების პასპორტი, სამხედრო ბილეთი, შრომის წიგნაკი, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის) ასლები;
  • 2 ცალი ფოტო სურათი (ზომა 3x4 სმ, დაბეჭდილი);
  • მოქალაქეობის დადგენის მსურველ პირს უნდა ახლდეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე ფოტოიდენტურობის დასადასტურებლად. აღნიშნულმა მოქალაქემ უნდა იქონიოს საქართველოს პასპორტი ან პირადობის მოწმობა;

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია დისტანციური სერვისები, სადაც შესაძლებელია მოქალაქეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის განცხადების წარდგენა ონლაინ.