საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვებინარი თემაზე "გლობალური ტრენდები და შესაძლებლობები ქალებისთვის ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო დარგებში."

საქართველოს გენერალური საკონსულო სან ფრანცისკოში,  BoomStartUp Accelerator-სა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, 27 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე (PDT) აწყობს ვებინარს თემაზე "გლობალური ტრენდები და შესაძლებლობები ქალებისთვის ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო დარგებში."

ვებინარის მიზანია გაზარდოს ქალების მონაწილეობა STEAM დარგებში, ხელი შეუწყოს ქალთა მიერ დაფუძნებული კომპანიების წინსვლას და განავითაროს კავშირები აშშ-სა და საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემებს შორის.

დასასწრებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე.