არჩევნები 2020
საზღვარგარეთ მყოფი
საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
ძვირფასო მოქალაქეებო, აღნიშნულ გვერდზე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, მიიღოთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით.
უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.
საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია
ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით, საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით, ასევე, საფოსტო გზავნილის მეშვეობით.
თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრები იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx
საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება.
საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბანზე მისვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის ვადიანი/მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ID card).