საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ახალი რეგულაციები სან-ფრანცისკოში

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, სან ფრანცისკოს მერმა ლონდონ ბრიდმა განაცხადა, რომ, 17 ნოემბრიდან ქალაქში წესდება ახალი შეზღუდვები, კერძოდ:

  • დაიხურება არა-აუცილებელი ოფისები;
  • დროებით შეჩერდება რესტორნებში, ბარებში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა კვების ობიექტების შიდა ტერიტორიაზე მომსახურეობა;
  • შეიზღუდება სწავლება იმ მაღალი კლასის სკოლებში, რომლებსაც ამ დრომდე არ ჰქონდათ დამტკიცებული სამოქმედო გეგმა (ცალკეულ შემთხვევებში მათ ექნებათ მხოლოდ გარე პერიმეტრზე ფუნქციონირების საშუალება);
  • ფიტნეს-ცენტრებსა და კინოთეატრებში დასაშვები იქნება 50 ადამიანის შეკრება. 

შეზღუდვები არ გავრცელდება:

  • რესტორნებსა და კაფე-ბარებზე, სადაც მომსახურება შესაძლებელია გარე პერიმეტრზე და გამოიყენება საკვების წაღების სერვისი;
  • დაწყებით და საშუალო სკოლებზე;
  • ფისებზე, მაღაზიებზე, მომსახურების სფეროსა და მუზეუმებზე.