ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს აქვს უფლება შემოვიდეს საქართველოში უპირობოდ, იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორი საქართველოს საზღვრის კვეთისას წარმოადგენს
. შემოსვლა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნიდან მხოლოდ საჰაერო გზით.
ვაქცინა უნდა იყოს ავტორიზირებული ერთ ქვეყანაში მაინც.
აღნიშნული რეგულაცია არ ვრცელდება სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე. ვაქცინირებული პირები არ ავსებენ აპლიკაციას.
საქართველოს მოქალაქეებისთვის:
თუ საქართველოს საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქე წარმოადგენს ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხს, მას აქვს არჩევანის შესაძლებლობა:
დაექვემდებაროს 8 დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში საკარანტინე სივრცეში გადასვლა), ან
არ გადავიდეს თვითიზოლაციაში (საზღვრის კვეთის შემდეგ თავისუფლად გადაადგილდება), მაგრამ ვალდებულია საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს ჩაიტაროს PCR ტესტირება საკუთარი ხარჯით;
საქართველოს მოქალაქეები იზოლაციაში გადასვლის ან ტესტირების რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებას აცნობებენ მესაზღვრე ოფიცერს შესაბამის პროგრამაში შესაყვანად.
თუ საქართველოს საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქე ვერ წარმოადგენს ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს – დაექვემდებარება 8 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);
ამასთან, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, დაექვემდებარებიან 12 დღით საკარანტინე სივრცეში გადასვლას.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:
საქართველოში საჰაერო გზით და PCR ტესტით შემოსვლის უფლება აქვს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:
ამერიკის შეერთებული შტატები
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
ისრაელის სახელმწიფო
შვეიცარიის კონფედერაცია
ნორვეგიის სამეფო
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საუდის არაბეთის სამეფო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ბაჰრეინის სამეფო
კატარის სახელმწიფო
თურქეთი
სომხეთი
აზერბაიჯანი
უკრაინა
ყაზახეთი
რუსეთი
ბელარუსი
უზბეკეთი
ტაჯიკეთი
ყირგიზეთი
თურქმენეთი
საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
საქართველოში უნდა გამოემგზავრონ და შემოვიდნენ საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით. (სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია);
სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი;
(საზღვრის კვეთის შემდეგ გადაადგილდებიან თავისუფლად; აშშ-დან მომავალი მგზავრებისთვის დასაშვებია/მისაღებია ვადაგასული, კერძოდ 72+10 საათის ვალიდაციის ტესტი);
PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი საბუთი სავალდებულოა ყველა ვიზიტორისთვის, მცირეწლოვანი ბავშვების ჩათვლით (მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ტესტის არქონის შემთხვევაში, ოჯახმა გაუკეთოს ტესტირება აეროპორტში საკუთარი ხარჯით, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი დაექვემდებარება კარანტინში განთავსებას);
საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას. ამ შემთხვევაში, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო;
Any Georgian or foreign national can enter Georgia by air from any destination, unconditionally, if they provide
GEORGIAN NATIONALS:
If at the border Georgian nationals provide a negative PCR test taken within the 72 hour period before arrival to Georgia, they will have an option:
To self-isolate for 8 days (if the person is unable to self-isolate for 8 days, they will have to quarantine at the designated facility) or
Agree to provide second negative PCR test result at their own expense on the third day of arrival, in which case they will be exempt from self-isolation
If Georgian nationals cannot provide a negative PCR test taken within the 72 hour period before arrival - they will be required to self-isolate for 8 days (if the person is unable to self-isolate for 8 days, they will have to quarantine at the designated facility)
NOTE: Georgian nationals who have traveled to the United Kingdom for past 14 days will have to quarantine for 12 days upon arrival to the country.
FOREIGN NATIONALS:
Nationals of the following countries are authorized to enter Georgia with a negative PCR test result taken within 72 hours before arrival:
USA
EU
Israel
Switzerland
Norway
United Kingdom
Saudi Arabia
United Arab Emirates
Bahrain
Qatar
Turkey
Armenia
Azerbaijan
Ukraine
Kazakhstan
Russia
Belarus
Uzbekistan
Tajikistan
Kyrgyzstan
Turkmenistan
To enter Georgia, travelers from the listed countries must meet the following requirements:
Enter Georgia by air
Provide a negative PCR test result at the border, taken within the 72 hour period before arrival (a negative PCR test result is mandatory for all travelers including children)
A negative PCR test result is mandatory for all travelers including children (If children do not have a negative PCR test result present, the airport authority can administer a PCR test on location, available only for children. Refusal to provide or take PCR test for children will result in mandatory quarantine for the entire family)
Submit a secondary PCR test result administered on the third day of arrival (PCR tests are conducted at the expense of the traveler)
Submit e-application before entering Georgia, where they should indicate their travel history for past 14 days, place of stay in Georgia, contact information, etc.
Travelers, who visited United Kingdom for the past 14 days, will have to quarantine for 12 days