გაცნობებთ, რომ,
24 მაისიდან 7 ივნისამდე, ჩვენს გენერალურ საკონსულოში პირადობის ელექტრონული მოწმობის ან/და ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას იმოქმედებს აქცია:
- პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა უფასოდ;
- ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა 50% ფასდაკლებით ($65).
პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას:
- არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
- ფლობს პირადობის არაელექტრონულ მოწმობას (თუნდაც მოქმედს);
- მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონულ მოწმობა გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის.
ბიომეტრიულ პასპორტს, ნახევარ ფასად (65 დოლარად) მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას:
- არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
- ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს);
- მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის.
შეგახსენებთ, რომ, საკონსულოში პასპორტის მისაღებად აუცილებელია ვიზიტის დაჯავშნა ვებ-გვერდზე: www.geoconsul.gov.ge