სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული და კონსული Google-ში დასაქმებულ ქართველებს შეხვდნენ. ახალგაზრდები Google-ის სხვადასხვა ინოვაციურ პროექტებში არიან ჩართულნი. ლევან ბერიძემ ინფორმაცია მათი პროფესიული საქმიანობისა და იმ უმნიშვნელოვანესი გამოცდილების შესახებ მიიღო, რომელსაც ისინი ტექ გიგანტში მუშაობისას იღებენ.
გენერალურმა კონსულმა ახალგაზრდებს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა, განიხილა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლობლობები და ამასთანავე მათ საკონსულოს საქმიანობის, პრიორიტეტებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა სურვილი გამოთქვეს ტექ სექტორში დასაქმებით დაინტერესებულ ქართველებს თავიანთი გამოცდილება სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით გაუზიარონ. აშშ-სა და საქართველოს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და სხვა რესურსების გაცვლა ხელს შეუწყობს საქართველოს ტექ სექტორისა და ეკოსისტემის გაძლიერებას.
სილიკონ ველიში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური კონსული და კონსული Google X-ის ქარხანაში იმყოფებოდნენ, სადაც Google-ინოვაციური პროექტების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიიღეს. Google X ორიენტერებულია ე.წ “Moonshot” ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომლებიც გლობალური პრობლემების არატრადიციული გზით გადაჭრას უზრუნველყოფს.