საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სიმპოზიუმი თემაზე "შავი ზღვის ენერგო უსაფრთხოება"

საქართველოს გენერალრუმა კონსულმა საზღვაო ძალების საასპირანტო სკოლის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმს დაეწსრო. ლევან ბერიძემ უნგრეთის, რუმინეთისა და უკრაინის დიპლომატებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საპანელო დისკუსიაში თემაზე - "შავი ზღვის ენერგო უსაფთხოება“.
გენერალურმა კონსულმა უსაფრთხოების კუთხით რეგიონის ქვეყნების მთავარ გამოწვევებზე,  საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკაზე ისაუბრა. ამასთანავე ლევან ბერიძემ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს განსაკუთრებულ როლი აღნიშნა და ხაზი გაუსვა ოთხმრივ მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც აზერბაიჯანსა და რუმინეთს შორის წყალქვშა კაბელის პროექტის რეალიზაციას უზრუნველყოფს. პროექტი საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რაც ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობას გაზრდის. გენერალურმა კონსულმა დისკუსიისას აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონალურ თანამშრომლობას, ქვეყნების ენერგო სექტორის გაძლიერებას და ამასთანავე შეამცირებს რუსულ ენერგო რესურსებზე ევროპისა და რეგიონის ქვეყნების დამოკიდებულებას. 
სიმპოზიუმზე ერთერთი მთავარი მომხსენებელი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ერიკა ოლსონი, რომელმაც რეგიონში არსებულ საფრთხეებზე საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გაერთიანებასა და თანამშრომლობაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისთვის. 
სიმპოზიუმის ფარგლებში გენერალური კონსული ასევე შეხვდა ქართველ სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა პროგრამით ამერიკის საზღვაო ძალების საასპირანტო სკოლაში სწავლობენ. 
საზღვაო საასპირანტო სკოლის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი შავი ზღვის ენერგო უსაფრთხობის თემატიკაზე მეორედ გაიმართა, რომელშიც  შავი ზღვის და კასპიის რეგიონების ქვეყნების წარმომადგნელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ენერგო უსაფრთხოების ექსპერტებმა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (NATO) წარმომადგენლებმა.