სამოქალაქო აქტები
ქორწინების რეგისტრაცია
ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საკონსულო სამსახურში ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსმოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ. ქორწინების რეგისტრაცია და ქორწინების მოწმობის გაცემა ერთიანი პროცესია.
მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში ორივე მხარის გამოცხადება წინასწარი ჩაწერით.
ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება დაქორწინების მსურველ პირთა და არანაკლებორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების რეგისტრაციადაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია.
საქორწილო ასაკია 18 წელი, 16 წელს მიღწეული პირის ქორწინება დასაშვებია კანონიერიწარმომადგენლების თანხმობით, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. ქორწინებისთვისაუცილებელია დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
ქორწინების რეგისტრაცია უფასოა
ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარიაირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოსსაკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.
ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში.
წარსადგენი დოკუმენტები:
- დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიცადასტურებს მათ საქართველოს მოქალაქეობას;
- წინა ქორწინების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეწყვეტის/მოშლისდამადასტურებელი დოკუმენტი;
- მოწმეთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გაითვალისწინეთ, რომ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იყოს აპოსტილით (დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებების სია).
იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანომ უკვე დაარეგისტრირათქვენი ქორწინების ფაქტი, საკონსულო სამსახურში მისი ხელმეორედ რეგისტრაციადაუშვებელია. ქორწინების განმეორებით რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდგარკვეული პირობების არსებობისას.
განქორწინების რეგისტრაცია
განქორწინების რეგისტრაცია არის ქორწინების შეწყვეტის საფუძველი.
განქორწინების რეგისტრაცია შესაძლოა განხორციელდეს:
- მეუღლეების ერთობლივი განცხადებით ან
- ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით, თუ:
- არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
- მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
- მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულია თავისუფლებისაღკვეთის ვადით მინიმუმ 3 წლით.
- საქართველოს საკონსულო სამსახურში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთაშორის განქორწინების რეგისტრაცია.
მომსახურების საფასურია 100 აშშ დოლარი. საფასურის გადახდა ხდება გენერალურ საკონსულოს სახელზე გამოწერილ მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით.
მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში ორივე მხარის გამოცხადება წინასწარი ჩაწერით.
განქორწინების რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- მეუღლეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასლები (პასპორტი ან პირადობის მოწმობა);
- ქორწინების მოწმობა;
- გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 100 აშშ დოლარის ოდენობით
გაითვალისწინეთ, რომ განქორწინების რეგისტაცია მოხდება 5 სამუშაო დღეში
სახელის / გვარის შეცვლის რეგისტრაცია
საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, თქვენი მოთხოვნის და კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში, დაიწყოს თქვენი სახელის, ან გვარის შეცვლის რეგისტრაციის საქმისწარმოება. ამის შედეგად თქვენს სახელზე გაცემულ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობებში აისახება ხსენებული ცვლილებები. შემდგომ ცვლილებები უნდა განახორციელოთ თქვენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებშიც.
სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღეში.
საკონსულო სამსახურში სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს და აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში.
სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება და ქვემოთ აღნიშნული გარემოებები. არასრულწლოვან და ქმედუუნარო პირებს წარმოადგენს მათი კანონიერი წარმომადგენელი. 10 წლის და ზემოთ ასაკს მიღწეული არასრულწლოვანმა თავად უნდა გამოთქვას თანხმობა სახელისა და გვარის ცვლილებაზე.
პირს სახელის შეცვლა შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:
ა ) პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი;
ბ) მშობელთა შეერთებული გვარი;
გ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;
დ) მშვილებლის გვარი;
ე) მეუღლის გვარი;
ვ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.
მომსახურების გაწევისათვის აუცილებელია საკონსულო სამსახურში გამოცხადება. მომსახურების მიღება შესაძლებელია წარმომადგენლის მეშვეობით.
წარსადგენი დოკუმენტები:
1) საქართველოს გენერალურ საკონსულოს სახელზე გამოწერილი 50 აშშ დოლარი მანი ორდერი;
2) სახელის, გვარის შეცვლის პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
3) წარმომადგენლის მეშვეობით სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის დროს, დამატებით წარმოსადგენი იქნება რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ცნობისათვის: სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული (დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებები).
განსაკუთრებული წესი მოქმედებს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. ამ შემთხვევაში დამოწმების შემდგომ უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების ცნობა.
ცნობისათვის: სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი წარდგენილ შეიძლება იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. იმ შემთხვევაში თუ თარგმანი განხორციელებულია უცხო ქვეყნის ორგანოების მიერ, თარგმანის მიმართაც გამოიყენება ზემოთხსენებული დამოწმების პროცედურები.
სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა ერთიანი პროცესია. ცვლილების რეგისტრაციის შედეგების ასახვა მოხდება გარკვეულ სამოქალაქო აქტებში.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სახელი ან გვარის შეცვლა მოხდა უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ, ამ დოკუმენტების შესაბამისი ფორმით დამოწმების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ ცვლილების ასახვა თქვენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ისე, რომ არ განახორციელოთ სახელის ან გვარის შეცვლის ხელმეორედ რეგისტრაცია.
მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ
1) მომსახურების მიმღები პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი;
2) მოთხოვნა არ არის გაკეთებული მომსახურების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ;
3) არ არის წარმოდგენილი მომსახურების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.
სამოქალაქო აქტის განმეორებითი მოწმობა
მას შემდეგ, რაც პირი ერთხელ მიიღებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას(დაბადების, ქორწინების, განქორწინების და ა.შ.), შეუძლია მოითხოვოს აღნიშნულიმოწმობის განმეორებით მიღება, დაკარგვის ან სხვა რაიმე მიზეზით დაზიანების ან/და სხვასაჭიროების გამო.
საქართველოში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითიმოწმობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა და საქართველოში სტატუსისმქონე მოქალაქეობის არმქონე პირებმა.
მომსახურების საფასურია 20 აშშ დოლარი. საფასურის გადახდა ხდება გენერალურ საკონსულოს სახელზე გამოწერილ მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით.
მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება წინასწარი ჩაწერით.
რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასლები (პასპორტი ან პირადობის მოწმობა)
2) გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 20 აშშ დოლარის ოდენობით