ბუნებრივი კატაკლიზმები
მოცემული ინფორმაცია გაძლევთ საშუალებას დაგეგმოთ თქვენი ქმედებები და გქონდეთ მოქმედების გეგმა გადაუდებელი სიტუაციის დროს, როგორიცაა ბუნებრივი კატაკლიზმები.
ბუნებრივი ხანძარი
მოსამზადებელი პროცესი:
- დარეგისტრირდით თქვენი შტატის გამაფრთხილებელ აღრიცხვიანობის სისტემაში.
- დარეგისტრირდით The Emergency Alert System (EAS)-ზე, რათა მიიღოთ შეტყობინება საგანგებო ვითარების შესახებ.
- გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ თქვენი შტატის საევაკუაციო გეგმას და მიჰყვეთ წინასწარ დაგეგმილ მარშუტს თავშესაფარისკენ.
- მოიმარაგეთ გადაუდებელი სიტუაციისთვის საჭირო პროდუქტები და N95 მასკები.
- გადაუდებელ შემთხვევაში ეცადეთ განთავსდეთ დახურულ ოთახში და ჩაკეტოთ ყველა შესაძლო ჰაერის შემოსვლის წყარო.
- სახლში დარჩენის შემთხვევაში, განათავსეთ ხანძარ გამძლე ზონა, გამოიყენეთ არა-წვადი მატერიის მქონე ბარიერები.
გადაუდებელი სიტუაცია:
- მოახდინეთ დაუყონებლივი ევაკუაცია.
- დაუკავშირდით 911 და მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ.
- მოუსმინეთ და მიადევნეთ თვალი ადგილობრივ საევაკუაციო განცხადებებს და მიჰყევით ევაკუაციის გეგმას.
- გამოიყენეთ N95 მასკები და დაიცავით თავი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებისგან.
წყალდიდობა
მოსამზადებელი პროცესი:
- გაეცანით თქვენი შტატის წყალდიდობის სახეობებს. ეწვიეთ დამატებითი ინფორმაციისთვის FEMA’s Flood Map Service Center (https://msc.fema.gov/portal/home)
- დარეგისტრირდით The Emergency Alert System (EAS)-ზე, რათა მიიღოთ შეტყობინება საგანგებო ვითარების შესახებ.
- თუ თქვენი ადგილმდებარეობა არის წყალდიდობის ზონაში, მოახდინეთ დაკვირვება პოტენციურ ფაქტორებზე.
- შეისწავლეთ საევაკუაციო გეგმა და გაეცანით თავშესაფარის ადგილმდებარეობას.
- მოიმარაგეთ გადაუდებელი სიტუაციისთვის საჭირო პროდუქტები.
გადაუდებელი სიტუაცია:
- დაუყოვნებლივ დატოვეთ წყალდიდობის არეალი და გადაადგილდით წინასწარ დაანონსებულ უსაფრთხო თავშესაფარში.
- ევაკუაციის დროს დაიცავით საგზაო წესები და არ გადაუაროთ ბარიკადებს.
- მოუსმინეთ და მიადევნეთ თვალი ადგილობრივ საევაკუაციო განცხადებებს და მიჰყევით ევაკუაციის გეგმას.
- არ გადაადგილდეთ ფეხით, დაუშვებელია ცურვა და სატრანსპორტო საშუალების გამოყენება დატბორვის არეალში.
- თავი შეიკავეთ ხიდზე გადაადგილებისგან, შესაძლოა წყლის ძლიერმა ნაკადმა მოახდინოს ხიდების დაზიანება.
ქარიშხალი
მოსამზადებელი პროცესი:
- გაეცანით თქვენი შტატის ქარიშხალის სარისკო არეალს.
- დარეგისტრირდით The Emergency Alert System (EAS)-ზე, რათა მიიღოთ შეტყობინება საგანგებო ვითარების შესახებ.
- თქვენი ადგილმდებარეობა თუ არის ქარიშხალის ზონაში მოახდინეთ დაკვირვება პოტენციურ ფაქტორებზე.
- შეისწავლეთ საევაკუაციო გეგმა და გაეცანით თავშესაფარის ადგილმდებარეობას.
გადაუდებელი სიტუაცია:
- მოუსმინეთ და მიადევნეთ თვალი ადგილობრივ საევაკუაციო განცხადებებს და მიჰყევით ევაკუაციის გეგმას.
- გამოიყენეთ გენერატორი ან სხვა ელექტროენერგიის წყარო და განათავსეთ მოწყობილება ფანჯრებიდან შორს.
- ევაკუაციის დროს დაიცავით საგზაო წესები და არ გადაუაროთ ბარიკადებს.
- მოერიდეთ ყველანაირ ელექტრონულ კაბელებს და აპარატებს, რომელიც არის დატბორილი.
- ჩაკეტეთ სახლის ფანჯრები და ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ მსხვრევადი ნივთებისაგან.