Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სან-ფრანცისკოში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სან-ფრანცისკოში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სან-ფრანცისკოში

ბიომეტრიული პასპორტი არასრულწლოვანი პირისათვის

არასრულწლოვანი პირისთვის პასპორტის მისაღებად საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;   
  2. 16 წლამდე პირისათვის პასპორტის მისაღებად საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა, ხოლო თუ პირი 16 წელს არის გადაცილებული ერთი მშობლის თანხმობა. თანხმობის გამოხატვა შესაძლებელია ერთ-ერთი გზით:
      • თუ მშობლები გამოცხადდებიან გენერალურ საკონსულოში თანხმობა კეთდება ადგილზე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით;

      • მშობლების გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანხმობის დამოწმება შესაძლებელია ადგილსამყოფელის ქვეყნის სანოტარო ბიუროში. ამ შემთვევაში სანოტარო თანხმობა უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილის წესით.

      • თანხმობის გამოხატვა, ასევე შესაძლებელია დისტანციურად სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების მეშვეობით;

3. მშობლების პასპორტის ასლები;

4. არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი. თუ არასრუწლოვანი დაბადებულია ადგილსამყოფელ ქვეყანაში დოკუმენტი საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას (აშშ-ში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება);

5. გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი ($25 Money Order) $25 აშშ დოლარის ოდენობით;

6. იმ შემთხვევაში, თუ ელ. განაცხადის შევსებისას არ იქნა ატვირთული ელექტრონული ფოტოსურათი (ზომა: 35 x 45 mm), იგი წარმოდგენილ უნდა იქნეს საკონსულოში ვიზიტისას ფლეშ მატარებელზე (USB flash drive);

7. საფოსტო კონვერტი - უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი (იხილეთ PRIORITY MAIL ENVELOPE) თქვენს მიერ შევსებული უკანდასაბრუნებელი მისამართით (თქვენთვის სასურველი მისამართი), საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით (წინასწარ გადახდილი კონვერტი) და გადამოწმების ნომერი (TRACKING NUMBER).

თუ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არ არის წარმოდგენილი პირის დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება, არ არის წარმოდგენილი პირის ფოტო ან არსებული ფოტოს ხანდაზმულობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება იდენტურობის დადგენა, საჭიროა ფოტოზე გამოსახული პირის იდენტურობის დადგენა საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის მიერ.

საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ფოტოიდენტურობის დადასტურება ან გააფრთხილოს მოქალაქე წინასწარ არსებული პროცედურის განხორციელების შესაძლებლობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტი გაცემულია 10 წლის წინ ან მოქალაქე ფლობს ხმარებიდან ამოღებულ ე.წ. ბორჯღალოიან პასპორტს და შესაბამისად პასპორტის გაცემისას არ იქნა აღებული პირის ბიომეტრიული მონაცემები.

 

არასრულწოვანი პირისთვის პასპორტი გაიცემა განაცხადის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში. პასპორტი გაიცემა 3 წლის მოქმედების ვადით.