Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სან-ფრანცისკოში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სან-ფრანცისკოში

ნოტარიული მომსახურება

მინდობილობა / რწმუნებულება

საკონსულო სამსახური უფლებამოსილია შეადგინოს და სათანადო წესით დაამოწმოსმინდობილობა (სანოტარო აქტი), რომლის დროსაც ერთი ან რამდენიმე პირიუფლებამოსილებას ანიჭებს მეორე პირს. სანოტარო აქტის შედგენის დროს მთავარიასაკონსულო თანამდებობის პირის წინაშე გამოხატულ იქნეს მინდობილობის/ რწმუნებულების შედგენის ნება. მიმნდობს (მარწმუნებელს) უფლება აქვს ნებისმიერ დროსშეცვალოს ან გააუქმოს მის მიერ გაკეთებული სანოტარო აქტი.

საკონსულო სამსახურში მინდობილობის გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ იმშემთხვევაში თუ მარწმუნებელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოშისტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

მინდობილობის/რწმუნებულების საფასურია 10 აშშ დოლარი. გადახდა ხდება მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით.

მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება წინასწარ ჩაწერით. მინდობილობის შესადგენად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  1. მარწმუნებლის და რწმუნებულის მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
  2. გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი(ები).

 

ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება

მომსახურების ფარგლებში ხდება გარკვეულ განცხადებებზე ან დოკუმენტებზე პირისხელმოწერის ფაქტის დამოწმება. დოკუმენტზე ხელის მოწერის დამოწმების დროს, საკონსულო სამსახურის მხრიდან არ ხდება იმ ფაქტების დადასტურება, რომელიცმოცემულია დოკუმენტში. პრაქტიკაში აღნიშნული მომსახურება გამოიყენება თანხმობებისგასაფორმებლად.

საკონსულო სამსახურში შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ სანოტარომოქმედების შესრულება.

თითოეული პირისთვის და თითოეული ხელმოწერისთვის მომსახურების საფასურია 5 აშშდოლარი. საფასურის გადახდა ხდება მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით.

მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.

ხელმოწერის ნამდვილობის დასამოწმებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  1. მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
  2. გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი(ები).

 

დოკუმენტის ასლის დამოწმება

საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია, დაამოწმოს დოკუმენტის ასლის შესაბამისობა დედანთან. შესაძლებელია ასევე, შესაბამისი წესის დაცვით დამოწმებული დოკუმენტის ასლის დამოწმებაც.

საკონსულო სამსახურში სანოტარო მოქმედებების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის  მიმართ.

თითოეული გვერდის დამოწმებისათვის მომსახურების საფასურია 3 აშშ დოლარი. საფასურის გადახდა ხდება მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით. ეგზემპლარების რაოდენობიდან გამომდინარე იზრდება გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობაც.

მომსახურების მიღება შეგიძლიათ გენერალურ საკონსულოში ვიზიტით (წინასწარ ჩაწერით) ან ფოსტის მეშვეობით. დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილ იქნას უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი თქვენს მიერ შევსებული უკანდასაბრუნებელი მისამართით და საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით.

დოკუმენტის ასლის დედანთან შესაბამისობის დასამოწმებლად გთხოვთ წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
  2. გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი(ები);
  3. დასამოწმებელი დოკუმენტის ორიგინალი.

 

 

დოკუმენტის თარგმნა

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქე ფლობს საქართველოში გაცემულ დოკუმენტებს და ესაჭიროება ისინი ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამოსაყენებლად ან ფლობს ადგილსამყოფელ უცხო ქვეყანაში გაცემულ დოკუმენტებს და ესაჭიროება ისინი საქართველოში გამოსაყენებლად. ამ კუთხით საკონსულო სამსახურებს შეუძლიათ თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტების ქართულიდან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე თარგმნა და პირიქით.

შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დოკუმენტების და მხოლოდ კონკრეტული მიზნისთვის თარგმნა. საკონსულო სამსახურს შეუძლია როგორც თარგმნოს, ასევე დაამოწმოს მის მიერ ნათარგმნი დოკუმენტი.

დოკუმენტის თარგმნა შესაძლებელია საკონსულოში ვიზიტით ან საფოსტო გზავნილით

საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  2. სათარგმნი დოკუმენტი(ები);

დოკუმენტის თითოეული გვერდის თარგმნის ან დამოწმება ან/და თარგმნა დამოწმების ტარიფი შეადგენს 10 აშშ დოლარს, მანი ორდერის საშუალებით.

საფოსტო გზავნილი

დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილ იქნას უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი თქვენს მიერ შევსებული უკანდასაბრუნებელი მისამართით და საჭირო ოდენობის მარკებით.