Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სან-ფრანცისკოში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სან-ფრანცისკოში

დასაბრუნებელი მოწმობა

დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სამგზავრო დოკუმენტს გაუვიდა მოქმედების ვადა, დაკარგეთ, დაგიზიანდათ ან არ ფლობთ მას.

არასრულწლოვანსა და ქმედუუნარო პირზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. ამასთან, არასრულწლოვანზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვის დაწყებისათვის საკმარისია ერთ-ერთი მშობლის წერილობითი თანხმობა.

საკონსულოში ვიზიტის დასანიშნად ან დასაბრუნებელი მოწმობის ფოსტით მისაღებად გთხოვთ მოახდინოთ ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია.

თუ გსურთ დასაბრუნებელი მოწმობის ფოსტით მიღება მომსახურების მიღების ფორმად მიუთითეთ "საფოსტო გზავნილი".

 

დასაბრუნებელი მოწმობა სრულწლოვანი პირისთვის

გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. 1) პასპორტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  2. 2) მანი ორდერი (Money Order) - 35 აშშ დოლარის ოდენობით;
  3. 3) იმ შემთხვევაში, თუ ელ. განაცხადის შევსებისას არ იქნა ატვირთული ელექტრონული ფოტოსურათი (ზომა: 35 x 45 mm), იგი წარმოდგენილ უნდა იქნეს საკონსულოში ვიზიტისას ფლეშ მატარებელზე (Flash drive)
  4. 4) იმ შემთხვევაში თუ განაცხადი იგზავნება საფოსტო გზავნილით, წარსადგენ დოკუმენტებზე დამატებით, აუცილებელია:
    1. ელ. განაცხადის შევსებისას აიტვირთოს ელექტრონული ფოტოსურათი (ზომა: 35 x 45 mm)
    2. მომსახურების მიღების ფორმად განისაზღვროს "საფოსტო გზავნილი". 
    3. ამოიბეჭდოს და შეივსოს განცხადება-ანკეტა 
    4. წარმოდგენილ იქნას 1 ცალი დაბეჭდილი სურათი (ზომა 35 x 45 mm.)
    5. საფოსტო გზავნილით მომსახურების მიღების წესები აღწერილია ქვემოთ.

 

დასაბრუნებელი მოწმობა არასრულწლოვანი პირისთვის

გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. 1) არასრულწლოვანის და მისი კანონიერი წარმომადგენლის პასპორტის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  2. 2) არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ასლი;
  3. 3) იმ შემთხვევაში, თუ ელ. განაცხადის შევსებისას არ იქნა ატვირთული ელექტრონული ფოტოსურათი (ზომა: 35 x 45 mm), იგი წარმოდგენილ უნდა იქნეს საკონსულოში ვიზიტისას ფლეშ მატარებელზე (Flash drive);
  4. 4) იმ შემთხვევაში თუ განაცხადი იგზავნება საფოსტო გზავნილით, წარსადგენ დოკუმენტებზე დამატებით, აუცილებელია:
    1. ელ. განაცხადის შევსებისას აიტვირთოს ელექტრონული ფოტოსურათი (ზომა: 35 x 45 mm)
    2. მომსახურების მიღების ფორმად განისაზღვროს "საფოსტო გზავნილი". 
    3. ამოიბეჭდოს და წარმომადგენლის მიერ შეივსოს განცხადება-ანკეტა 
    4. წარმოდგენილ იქნას 1 ცალი დაბეჭდილი სურათი (ზომა 35 x 45 mm.)
    5. საფოსტო გზავნილით მომსახურების მიღების წესები აღწერილია ქვემოთ.

არასრულწლოვანი, დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისას, განთავისუფლებულია საკონსულო მოსაკრებლისაგან.

 

მომსახურების მიღება საფოსტო გზავნილით

საფოსტო გზავნილით მომსახურების მისაღებად, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:

  1. საფოსტო გზავნილისთვის გთხოვთ გამოიყენოთ United States Postal Service კონვერტები: Priority Mail ან Priority Mail Express.
  2. გთხოვთ, ერთ კონვერტში მოათავსოთ მომსახურების მისაღებად საჭირო ყველა დოკუმენტი და მასშივე მოათავსოთ მეორე, ცარიელი კონვერტი, რომელზეც ადრესატის ველში მითითებულ იქნება თქვენი მისამართი.
  3. აუცილებელია, რომ ცარიელი კონვერტი იყოს წინასწარ გადახდილი, თან ახლდეს tracking number.

 საკონსულო სამსახური არ იღებს პასუხისმგებლობას საფოსტო მომსახურების ხარისხზე.